facebook: Toktv.ge
ახალციხეში 9 აპრილის გმირთა მემორიალთან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილები მიიტანეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთვის წინასწარ არც ახალციხის მერიას და არც სამხარეო ადმინისტრაციას მოუწოდებია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამხარეო ადმინისტრაცია ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ არ გვაწვდის. სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ არსებობს “Facebook ჯგუფი” მედია საშუალებებისთვის, სადაც თავსდება შეხვედრების ანონსები, მათ შორის დღევანდელი ღონისძიების ანონსიც, და ეგონათ, “რომ ჩვენც იყავით იქ”.
მუნიციპალიტეტის მერიაში კი გვეუბნებიან, რომ დღევანდელ აქტივობასთან დაკავშირებით, მათ არცერთი მედიისთვის არ შეუტყობინებიათ.
რაც შეეხება Facebook ჩატს 2019 წელს შეიქმნა და იქ ანონსდება ზოგიერთი ღონისძება, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაცია მართავს.