ბორჯომის მუნიციპალიტეტში 91 წლის თინა ნუროშვილმა კორონავირუსი დაამარცხა, იგი ბორჯომის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, – ინფორმაციას კლინიკაში გვიდასტურებენ.
მასთან ერთად ბოლო 24 საათში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსი დაამარცხა კიდევ 4 000-მდე ადამიანმა.
ამავე პერიოდში, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 1 965 ადამიანი, რომელთაგან 51 სამცხე-ჯავახეთშია.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს. გასული 24 საათის განმავლობაში კრონავირუსის საწინააღმდეგოდ კიდევ 24 262 პირი აიცრა. მათგან 575 სამცხე-ჯავახეთშია.