ოფიციალური ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსს კიდევ ერთი, 66 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 53 შეადგინა.
იმავე წყაროს ცნობით, რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 17 – გამოჯანმრთელების. სულ რეგიონში ინფიცირებულია 5 136 პირი და გამოჯანმრთელებული 4 846.