COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის ერთი ადიგენში მცხოვრები 53 წლის მამაკაცია-სამხარეო ადმინისტრაცია

November 19, 2020

ოფიციალური მონაცემებით, სამცხე- ჯავახეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-ის 55 ახალი, 2 გარდაცვალების და 15 გამოჯანმრთელების ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი , გიორგი მიქელაძე ვერ გვისახელებს აღენიშნებოდათ თუ არა გარდაცვლილ პირებს თანმდევი დაავადებები და ვერც კოვიდ-სასტუმროებში თავისუფალი ადგილების რაოდენობას გვიზუსტებს.

“გარდაიცვალა 2 პაციენტი, 1 ადიგენის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 53 წლის მამაკაცი და 1 ბორჯომის მუნიციპალიტეტში 90 წლის ქალბატონი. არ ვიცი სჭირდათ თუ არა სხვა რაიმე სახის დაავადება. ყოველდღიურად იცვლება რიცხვები, შესაბამისად ზუსტად რამდენი ადგილია თავისუფალი კოვიდ-სასტუმროში ვერ გეტყვით,” – გვითხრა მიქელაძემ.

ინფიცირების სტატისტიკა რეგიონში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ადიგენი – 13
  • ასპინძა – 13
  • ახალციხე – 14
  • ახალქალაქი – 3
  • ბორჯომი – 10
  • ნინოწმინდა – 2

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 381 პირამდე, მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების მოკვლევა.

ამ დროისთვის რეგიონიდან კიდევ 272 ნიმუში რჩება კვლევაში.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1460 პირი, ხოლო საკარანტინე სივრცეში 272 პირი.

სამცხე-ჯავახეთში სულ ინფიცირებულია 1489 პირი , გარდაცვლილია 16 და 303 გამოჯანმრთელებული.

Toktv.ge