Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Covid-19-ის ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში- სამხარეო ადმინისტრაცია

October 10, 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე გვიდასტურებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 14 კოვიდინფიცირებულია.

გიორგი მიქელაძეს თქმით, მიმდინარეობს წყაროს მოკვლევა.

“ჯერ არ ვიცით ინფიცირებულთან კონტაქტში იყო თუ სხვა ფორმით დაავადდა, მიმდინარეობს მოკვლევა,” – გვითხრა მიქელაძემ

მისივე თქმით, ასევე უცნობია ახალციხის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევის ინფიცირების წყაროც.

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19-ის შემთხვევები რეგიონში ასე ნაწილდება: ადიგენი – 28, ნინოწმინდა – 13 ახალქალაქი – 7 ასპინძა – 2 ახალციხე – 1

StopCov.ge-ს ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ 11 271 – ს შეადგენს