COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში – stopcov.ge

January 18, 2021

ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული კვირების განმავლობაში ეს დღიურად დადასტურებულ შემთხვევათა ყველაზე მცირე მაჩვენებელია. კორონავირუსის შემთხვევები, დღეს ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, შემცირდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც. 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 4 964 გაკეთებული ტესტიდან კოვიდვირუსის 110 ფაქტი გამოვლინდა.

​ინფიცირების შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 13, იმერეთი – 5, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 0, გურია – 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0. ამავე წყაროს ინფორმაციით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო გარდაიცვალა – 25.