ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის კიდევ 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის ამავე წყაროზე დაყრდნობით, საქართველოში სულ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა – 1 568-ს შეადგენს, რომელთაგან 1 279 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში რჩება – 6 185 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215 ადამიანი. საქართველოში გადმოყვანილი პაციენტების რაოდენობა კი – 41-ს შეადგენს.
პირველად საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.