StopCov.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 33-მდე გაიზარდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, გარდაცვლილი 55 წლის ქალბატონია, რომელსაც სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.
„გახლავთ 55 წლის ქალბატონი მძიმე თანმხლები დაავადებებით: შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის და გულის ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა“ – განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 3542 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25 კრიტიკულია – 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი 7 პაციენტი კი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.
მისივე განმარტებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- აჭარა – 225
- თბილისი -35
- სამეგრელო – ზემო-სვანეთი – 18
- შიდა ქართლი -9
- სამცხე-ჯავახეთი -3
- გურია – 1
- ქვემო ქართლი -1
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 314 პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 5 866-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 33-ია.