COVID-19-ის 34 ახალი შემთხვევა – Stopcov.ge

September 7, 2020

დღეს, 7 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 34 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა – ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

იმავე წყაროს მონაცემებით, სულ საქართველოში კოვიდნფიცირებულთა რაოდენობა – 1 684 ს შეადგენს, რომელთაგან 1 315 გამოჯანმრთელებული და -19 გარდაცვლილია.

კარანტინის რეჟიმში რჩება – 6 020 , სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299 ადამიანი. მათ შორის საქართველოში სამკურნალო გადმოყვანილი – 41 პირია.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 887 000-ზ მეტია.

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

Leave a Reply