ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას გვიდასტურებს ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ტიგრან ეგოიანი.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 8 შემთხვევაა გამოვლენილი.
დღეს 01 ოქტომბერს საქართველოში 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 299 გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ამ დრომდე COVID-19 ის 6 640 შემთხვევაა გამოვლენილი, ამათგან 3 419 გამოჯანმრთელებული და 39 გარდაცვლილია.