ახალციხის ცხელების ცენტრში COVID-19-ზე გადაგზავნილი ორი შუა ხნის მამაკაცის ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე წუთის წინ მოვიდა, პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ამის შესახებ TOK TV-ს ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა ,რევაზ კუჭუხიძემ უთხრა.
“ორი შუა ხნის მამაკაცი შემოიყვანეს, რომლებიც ცხელების ცენტრში მოათავსეს. მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს. ახლა მოვიდა პასუხი, რომ მათ არცერთს არ დაუდასტურდათ ვირუსი,”– გვითხრა კუჭუხიძემ.
ახალციხის ცხელების ცენტრში ორი შუა ხნის მამაკაცი გუშინ საღამოს მიიყვანეს. მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.
სამცხე-ჯავახეთში სულ 4 ცხელების ცენტრი ამოქმედდა ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტლებში და ბორჯომის კლინიკაში.