ახალციხე 56 ახალ აქტორს შორისაა, რომლებიც ღია მმართველობის თანამშრომლობაში მოექცა. (Open Government Partnership (OGP). პარტნიორთა ასეთი მასშტაბური ზრდა პირველია OGP-ის ისტორიაში. გადაწყვეტილება COVID-19 ბრძოლაში ადგილობრივი მთავრობის როლმა განაპირობა. OGP-ის 56 ახალი წევრი 112 აპლიკანტიდან შეირჩა. შერჩევისას კომისიამ არაერთი კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, მათ შორისაა: რეგიონულ ჭრილში მრავალფეროვნების უზრუნველყოფა, სხვადასხვა ზომის და ტიპის სუბიექტები, უნიკალური ძლიერი მხარეები ღია მმართველობის მისაღწევად.
წევრების ბენეფიტები:
OGP– ის წევრებს ექნებათ წვდომა ონლაინ სტრუქტურირებულ სასწავლო პროგრამებზე, ღია მმართველობითი რეფორმების დაგეგმვის, შემუშავებისა და განხორციელების მიზნით; იქნებიან თანამონაწილეები OGP– ის სამოქმედო გეგმების შექმნისას; ჩაერთვებიან სხვადახვა ღონისძიებაში თემატური ჯგუფების ფარგლებში OGP საკომუნიკაციო არხებისა და ქსელების საშუალებით და სხვა.
წევრებს ასევე შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ OGP- ის ღია რეაგირებისა კამპანიაში, რომელიც ეხება ღია მთავრობის მიდგომებს COVID-19- ის მიმართ.
“ადგილობრივი ლიდერები – მთავრობასა და სამოქალაქო სექტორიდან, ხშირად წარმოადგენენ უახლოესი რგოლს ხალხის სამსახურში. ღია ადგილობრივ მმართველობას შეუძლია ტრანსფორმაციული გავლენების და ნდობის მშენებლობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება” – ამ სიტყვებით მიესალმა ახალ წევრებს OGP-ის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.
„მსოფლიოს მასშტაბით, ადგილობრივი მთავრობები არიან პასუხისმგებელი იმ მიმართულებებზე, რომლებიც თავს იჩენს ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში. პანდემიის შემთხვევაშიც ისინი იყვნენ საკვანძო სერვისების პირველი მიმწოდებლები.“ – ვკითხულობთ OGP-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.