Fake: არის თუ არა კუმურდოში, იუსტიციის სახლთან სომხეთის დროშა

August 25, 2023

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ინფორმაცია, რომ ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ სომხეთის დროშა არის აღმართული.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი კი წერდა, რომ ეს ტყუილია და არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ჩვენ რედაქციას რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო უდასტურებს, მათ შორისაა სოფელ კუმურდოში მერის და ახალქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.

როგორც გავარკვიეთ, საზოგადოებრივ ცენტრთან საქართველოს და ევროკავშირის დროშებია აღმართული (რაც ფოტოზეც ჩანს), ხოლო სომხეთის დროშა ცენტრისგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს.