“Mariko’S Accessories” – აქსესუარების “ონლაინ” მაღაზია

March 1, 2022

​#უსასყიდლო #განთავსება

​მძივებისგან, ძვირფასი ქვებისგან და თექსიგან აწყობილი საყრუეები, სამაჯურები და სხვა აქსესუარები; ნაძვის ხის სათამაშოები და დეკორატიული სანთლები – ამ ყველაფრის შეძენა შეგიძლიათ “მარიკოს აქსესუარებში” (mariko’s accessories).

“დაახლოებით 4 წლის წინ დავიწყე ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ჩემთვის ვიყიდე ფერადი მძივები. მაშინ არც მიფიქრია და ალბათ არც წარმომედგინა რომ თურმე ეს ბიზნესის წამოწყების წინაპირობა ყოფილა. მალევე აქტიურად დავიწყე ბეჭდების, საყურეების, ყელსაბამების, ბროშების აწყობა,” – გვეუბნება იდეის ავტორი, მარიკო აბულაძე. ​

მისივე თქმით, ნამუშევრები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი და ძირითადად სამაჯურებს და საყურეებს ყიდულობენ.  

აქსესუარების შეძენის მსურველებმა დარეკეთ ნომერზე: 571 25 22 51 ან ეწვიეთ Facebook გვერდს ( დააჭირეთ აქ )

_______________________________________________

ინფორმაცია მომზადდა ჩვენი ახალი რუბრიკის ფარგლებში “TOK TV სამცხე-ჯავახეთის მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის”
თუკი გაქვთ მცირე ბიზნესი და პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა თქვენზეც, დაგვიკავშირდით.  
577681889 (მიშო) ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში.
​#უსასყიდლო #განთავსება