ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართა.
მიმართვის ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციაში ნინოწმინდაში, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის ხელმძღვანელობის მხრიდან სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის სრულფასოვანი მონიტორინგის ხელშეშლას ასახელებენ. ამასთან, ომბუდსმენის ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ბავშვები განიცდიან ძალადობას და ექვემდებარებიან მათი უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებს.
“სწორედ ამიტომ, ძირითადი სარჩელის შეტანამდე, ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით. შუამდგომლობით PHR პანსიონატის ადმინისტრაციისა და სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან მოითხოვს, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესრულებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებასა და სახალხო დამცველისათვის მონიტორინგის განხორციელების დაუყოვნებელ უზრუნველყოფას გულისხმობს,” – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატმა 16 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც მათი წარმომადგენელი ნინოწმინდის საბავშვო პანსიონატში არ შეუშვეს და არგუმენტად მეუფე სპირიდონის კურთხევა მოუყვანეს.
მალევე თავად მეუფემ გაავრცელა განცხადება (და იქადაგა კიდეც) ომბუდსმენისთვის პანსიონატის კარის არ გაღების თაობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროში კი, საიდანაც კომენტარს უკვე 4 დღეა ველოდებით, დღეს გვითხრეს, რომ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
ამავე თემაზე: «ესენი სახლშიც კი არ უნდა შეუშვა» — მეუფე სპირიდონი ომბუდსმენზე
სახალხო დამცველის აპარატს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არ უშვებენ