ავტორი: მირანდა ფუტკარაია
რაუფ ბაბაქიშიევი გენდერული თანასწორობის და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე არაერთ ტრენინგს დასწრებია. ის მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. გენდერულ სტერეოტიპებსა და სამოქალაქო ჩართულობაზე მეტ ინფორმაციას ის ახალი პროექტის საშულებით მიიღებს– SHE’s GREAT! პროგრამაა, რომელსაც წელს პირევლად მარნეულის მე-2 სკოლაც შეუერთდება.
სკოლაში გაცნობითი შეხვედრა უკვე გაიმართა. საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის პროექტის კოორდინატორმა მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორს პროგრამის მიზნები, ტექნიკური დეტალები და ის შესაძლებლობები გააცნო, რაც მონაწილეეებს ექნებათ. ანა შველიძე გვეუბნება, რომ SHE’s GREAT! მოსწავლეებს ასევე საშუალებას მისცემს ლიდერული უნარ–ჩვევების, სტრესის მართვისა და კარიერული ორიენტაციის შესახებ მეტი გაიგონ.
პროექტში მონაწილეობისთვის, შევსებული აპლიკაციის მიხედვით, 22 მოსწავლე უკვე შერჩულია. მშობლებიც პროგრამის პირობებს ელექტორნულად გაეცნენ. მონაწილეებს სპეციალურად გამოყოფილი მენტორ–მასწავლებელი ეყოლებათ. თემო სუყაშვილი ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ არის მარნეულის ეთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტში მსაგვსი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი.
SHE’s GREAT! პროექტი საქართველოში გასულ წელს დაიწყო. პროექტში 100 მოსწავლე უკვე ჩაერთო თბილისის, წეროვანის, ქობულეთის, ბოლნისის და ახალციხის სკოლებიდან. წელს მათ რიცხვს ქვეყნის მასშტაბით კიდევ 5 რეგიონის 8 სკოლის მოსწავლე დაემატება.