TOK TV მიგრაციის აკადემიის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. “რატომ არის რუსეთი კიდევ უფრო ახლოს“, ასე ქვია ჩვენი გუნდის მიერ მომზადებულ მასალას, რომელიც საუკეთესოთა შორის მოხვდა. ჟურნალისტურ მასალაში მოთხრობილია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ადამიანების შესახებ, რომელთა ოჯახის წევრები სხვადასხვა მიზეზით საზღვარგარეთ იმყოფებიან მიგრაციაში, მათ შორის დიდი წილი რუსეთში.
მასალის ნახვა დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე: რატომ არის რუსეთი ისევ უფრო “ახლოს”
რაც შეეხება კონკურსს მასში საქართველოდან 40 განაცხადი შევიდა, გამარჯვებულების დაჯილდოება ბერლინში გაიმართება.