სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, კამპანია “ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, გამოცხადებული კონკურსში, ვიდეო სიუჟეტების კატეგორიაში TOK TV-ს ჟურნალისტმა, მიშო დარბაიძემ გაიმარჯვა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ვიდეო სიუჟეტების კატეგორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მასალად “TOK TV”-ს რეპორტაჟი დასახელდა, რომელიც 18 წლის ამომრჩევლის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის გმირი 2020 წლის არჩევნებში პირველად იღებდა მონაწილეობას.
მასალა მოგვითხრობს ახალქალაქში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ გულიკამში მცხოვრები მოსახლეობის შესახებ, რა საკითხების შესახებ აქვთ მათ წინასაარჩევნოდ ინფორმაცია და რა გამოწვევების წინაშე დგანან.
მასალა მომზადებული იყო “Internews საქართველოს” პროექტის ფარგლებში. სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
გამარჯვებული ვიდეო რეპორტაჟის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: