TOK TV-ს წალკის ბიუროს მულტიმედია ჟურნალისტი და ვიდეო ოპერატორი ლერი კოჩალიძე “აწარმოე საქართველოს” საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
მან, გრანტის ფარგლებში, ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი ობიექტივებით, სტაბილიზატორი და პერსონალური კომპიუტერი იყიდა, რომლისთვისაც პროგრამის ფარგლებში 23 600 ლარით დააფინანსეს, თანამონაწილეობა 3 050 ლარი იყო.
როგორც ლერი კოჩალიძე გვეუბნება, მისი გამარჯვება ერთგვარი სტიმულის მიმცემი იქნება წალკაში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვისაც.
“აწარმოე საქართველოს” ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში 1 176 პროექტი დაფინანსდა. მათივე ცნობით, ქალი მეწარმეების რაოდენობა ჭარბობს.
კონკრეტულად რამდენი პროექტი დაფინანსდა წალკაში და სხვა მუნიციპალიტეტებში? – ამის გარკვევას ჩვენ თითქმის ერთი კვირაა ვცდილობთ, თუმცა “აწარმოე საქართველოში” ჩვენს კითხვებს ამ დრომდე არ უპასუხეს. პასუხების მიღების შემთვევაში მასალა განახლდება.
ოფიციალური ცნობებით, 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 8 ათასზე მეტი პროექტი დაფინანსდა.