TV “იმედი” 7 500 ლარად ადიგენის მერიის რელიზებს გამოაქვეყნებს

January 13, 2026

ადიგენის მერია, სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტულ ტელეკომპანია “იმედს” ვებ გვერდზე რელიზების განთავსებისთვის 7 500 ლარს გადაუხდის, – მერიამ ტელეკომპანიასთან გამარტივებული შესყიდვა უკვე გააფორმა. 

ხელშეკრულების მიხედვით, სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტული მედია ვალდებულია, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, არაუმეტეს 60 რელიზი მოამზადოს და ვებ გვერდზე განათავსოს. 

როგორ ასრულებს “იმედი” ხელშეკრულების პირობებს? – ხელშეკრულების მიხედვით, ამას ადიგენის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გააკონტროლებს.