“Xnews”-ს და “პრაიმ-ტაიმსს” ჯამში 6 300 ლარს გადაუხდის ასპინძის მერია, მუნიციპალური ღონისძიებების, ანონსების, ინტერვიუების გაშუქებაში, – ამის შესახებ გამარტივებული შესყიდვა ასპინძის მერიამ 28 იანვარს უკვე გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, Xnews-ს, ერთი წლის განმავლობაში, თვეში 300 ლარად ევალება მუნიციპალური ღონისძიებების, ანონსების და აქტივობების გაშუქება, ფოტო-ვიდეო მასალების სახით. ხოლო, “პრაიმ-ტაიმსს”, მასალების განთავსებისთვის, მერიამ 3 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
ხელშეკრულებების მიხედვით, ონლაინ გამოცემებმა მუნიციპალური აქტივობები 1 წლის განმავლობაში, 2025 წლის, 31 დეკემბრამდე უნდა გააშუქონ.