1897 წელს, ზიკილიაში ადგილობრივი მუსლიმების მიერ აშენებული მეჩეთის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც 700 000-ლარზე მეტია გათვალისწინებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა.

მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა. დაზიანებულია შენობის როგორც კედლები, ისე სახურავი, იატაკი, კარ-ფანჯრები, ხის კონსტრუქციები და ა.შ – აღნიშნული მითითებულია სატენდერო დოკუმენტშიც.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია 2027 წლამდე უნდა დასრულდეს.


ეს არ არის ერთადერთი მეჩეთი, რომლებიც საქართველოში XVI – XVIII-საუკუნეებში ადგილობრივმა მუსლიმმა მესხებმა ააშენეს და ახლა დაზიანებული და დანგრევის პირასაა.
მაგალითად, 2023 წლის აპრილის თვეში, ადიგენის სოფელ ხევაშენში არსებული მეჩეთის კედელი ჩამოიშალა.
დაზიანებულია ახალციხის სოფელ საყუნეთში არსებული მეჩეთიც.


საყუნეთის მეჩეთი:
იმ პერიოდში, ქართველი მუსლიმების მიერ აშენებული მეჩეთების ნაწილი დაანგრიეს, ნაწილი დაზიანებებმა დაანგრია, შემორჩენილი მეჩეთები კი დროთა განმავლობაში ხან კლუბის შენობის ხან სათივის და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. ახლა მეჩეთები უფუნქციოა.
2012 წელს, სამცხე-ჯავახეთში არსებულ 19 მეჩეთს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.