Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

ექსპერტიზის დასკვნა სადავო დაცვისთვის, მთავარი მტკიცებულება პროკურატურისთვის-სოფელ არალთან მომხდარი ავარიის საქმე

March 11, 2026

“ მე დარწმუნებული ვარ ადგილიც არ იცის სადაა, რაც გადაუგზავნეს აქედან დააქსეროქსა და დაწერა დასკვნა,”– გვეუბნება სოფელ არალთან მომხდარი ავარიისას დაღუპული არასრლუწლოვნის საქმეზე ბრალდებულის ძმა. გოჩა ხარაიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის ვერსია, რომელიც სრულად ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა, ზედაპირულია და ექსპერტებმა დასკვნა ტერიტორიის დათვალიერების გარეშე დაწერეს. 

ის რომ პროკურატურის მთავარი მტკიცებულება სწორედ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაა, ეს დღევანდელ სხდომაზეც გაიმეორა პროკურორმა. შესავალ სიტყვაში დღეს პროკურორმა ზურაბ არსენიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ხვიჩა ხარაიშვილის, ანუ სატვირთო ავტომობილის მძღოლის ბრალეულობას. 

“ექსპერტების დაკითხვის შემდეგ იგი გამართლდება,”- ამბობს ბრალდებულის ადვოკატი კახაბერ ლეკიშვილი და მისასალმებელ სიტყვაში ხაზს უსვამს რომ ხარაიშვილს მოძრაობის წესები არ დაურღვევია. 

დღეს, არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ძმამ, გოჩა ხარაიშვილმა, ჩვენს რედაქციას ასევე უთხრა, რომ მათ დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაატარეს სადაც არ იკვეთება ხვიჩა ხარაიშვილის ბრალეულობა, მათ მოითხოვეს კომისიური  ექსპერტიზის ჩატარებაც.

 დაცვის მხარის განმარტებით, კომისიური ექსპერტიზა ტარდება მაშინ როდესაც ბრალდების საქმეში ორი განსხვავებული ექსპერტიზის დასკვნაა. ამ შემთხვევაში კომისიურ ექსპერტიზაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ორივე ექპერტიზის ექსპერტებმა და ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, რაც ამ  ექსპერტიზაში არ მომხდარა.

“ კომისიური ექსპერტიზა ფაქტიურად არ შედგა,ფულიც გადავიხადეთ და 3 თვეც ველოდეთ და კომისიური ექსპერტიზის ნაცვლად, დამიდეს წინა ექსპერტიზის დასკვნა. რა გამოდის, მოვითხოვე ექსპერტიზა და არ გაკეთდა  ამ კომისიურ ექსპერტიზაში ჩვენს ექსპერტსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, მას ამისი საშუალება არ მისცეს,“ -ამბობს გოჩა ხარაიშვილი. 

იყვნენ თუ არა შემთხვევის ადგილზე ჩამოსულები ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები და რატომ არ იყო მიწვეული კომისიურ ექსპერტიზაში მიწვეული დაცვის მხარის ექსპერტი?- კითხვებით ჩვენ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს  დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს რომ საკითხი უნდა მოიკითხონ და ვინაიდან არასამუშაო საათებია  კითხვები წერილობით გაგვეგზავნა. პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

დღევანდელ სხდომაზე  ასევე უნდა დაწყებულიყო მტკიცებულებების განხილვის პროცესი. თუმცა ასე არ მოხდა, რადგანაც პროკურატურამ მოწმეები ვერ წარადგინა. მიზეზად კი დაასახელა, რომ არ იცოდა წარმოთქვამდა თუ არა დაცვის მხარე შესავალ სიტყვას და შესაბამისად, მოწმეები 48 საათით ადრე ვერ გააფრთხილა.

დაცვის მხარემ მოითხოვა ყველა მოწმის სასამართლოში მოწვევა და ოფლაინ დაკითხვა.

საქმეს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილი უძღვება.

მომდევნო სხდომა 16 მარტს 15:00 საათზე ჩაინიშნა. გეგმის თანახმად მარტში ჯამში 5 სასამართლო სხდომის ჩატარება იგეგმება. 

არალში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის დროსაც არასრულწლოვანი დაიღუპა, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთვევაში 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაღუპული ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საქმის გამოძიება არასამართლიანად მიმდინარეობს და ავარიაში მონაწილე ორივე ტრანსპორტის მძღოლი უნდა დაისაჯოს.  მომხდარში მის ბრალეულობას ვერ ხედავს მიკროავტობუსის მძღოლი ბეჟან ყულიჯანიშვილი.