დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ მცირდება
„დადებითობის მაჩვენებელი 32% – 31% გვქონდა და ბოლო ორი დღე გვაქვს – 28 %. ანუ დინამიკა ამ დადებითობისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ შესაძლებელია ჩვენი სტაბილიზაციის ელემენტები ამ პერიოდში, ამ პიკში გამოჩნდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 83%-ია, რაც ასევე კარგი შედეგია.