დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს შეეჯახა და არასრულწლოვანის დაღუპვა გამოიწვია

September 11, 2025

სოფელ არალთან მომხდარი ავარიის, რომლის შედეგადაც 15 წლის მოზარდი დაიღუპა, ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

დაკავებულია სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ბრალდებულის ადვოკატის, ნოდარ აკოფაშვილის თქმით, დღეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სატვირთოს მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულს ბრალი სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით ედება, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა, 8 სექტემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალთან მოხდა.