ახალციხეში, სამუსიკო სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულებმა კუთვნილი ანაზღაურება მიიღეს-სოფიო ხორგუანი

December 29, 2025

ახალციხეში, სამუსიკო სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულებმა კუთვნილი ანაზღაურება მიიღეს, – გვეუბნება “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი.

სოფიო ხორგუანი გვეუბნება, რომ მას შემდეგ რაც ჩვენმა რედაქციამ დასაქმებულების პრობლემებზე რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა, მუშებს კომპანიის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ხელფასის ჩარიცხვას დაჰპირდნენ, დღევანდელი ინფორმაციით, მათ კუთვნილი ანაზღაურება დაერიცხათ. 

სამუსიკო სკოლას კომპანია  “ბიელი” აშენებს. ის წინა შემთხვევების მსგავსად, ჩვენს კითხვებს არც დღეს პასუხობს. კითხვებს თავს არიდებენ ახალციხის მერიაშიც.

კონტექსტისთვის:

სოფიო ხორგუანის და კიდევ რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, პირები სამუსიკო სკოლის მშენებლობაზე 5 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა დამსაქმებელი კომპანია ხელფასს არ უხდიდა, რის გამოც მუშაობა შეწყვიტეს და შედეგად გარკვეული პერიოდით სამშენებლო პროცესიც შეწყდა. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, სამუსიკო სკოლას 4 მილიონზე მეტ ლარად აშენებს.