ახალციხის სპორტსმენებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მუნიციპალიტეტების ნაკრებ გუნდებს შორის გამართულ შეჯიბრებაში, – ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 4-6 ივლისს, თბილისში, სპორტის სასახლეში ჩატარდა.
ოქროს მედალი 400 მეტრზე რბენაში მოიპოვა მინდია ენდელაძემ , ხოლო 3000 მეტრზე – ასია აივაზიანმა . აივაზიანმა ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა 1500 მეტრზე რბენაში. ბრინჯაოს მედლები მინდია ენდელაძემ (800 მეტრი) და ენდროკ ზილბერშტეინმა (ბირთვის კვრა) მოიპოვეს.