ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში კოვიდინფიცირებულებისთვის 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათის განმავლობაში კი კიდევ 170 საწოლის დაემატება იგეგმება. როგორც მინისტრი განმარტავს უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას სასტუმროებში, გაივლიან რომლებიც შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი.
მისივე თქმით, შესაძლოა საჭირო გახდეს მედპერსონალის მობილიზებაც. რა დეკრეტებით და მოლაპარაკებით წარიმართება მოლაპარაკებები ამ მედპერსონალთან მინისტრის თქმით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
მინისტრის ინფორმაციითვე, აჭარაში ინფიცირებულთა ინციდენტობა 14 ნიშნულს აღემატება, რაც აჭარაში ინფექციის გავრცელების პროცესს საყურადღებოს ხდის.
„იქნება უფრო მეტად გამკაცრებული მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში. ასევე, გადავამოწმებთ სატრანსპორტო ნაკადების მართვაზე პასუხისმგებელ სუბიექტებსა და კომპანიებს”- განაცხადა ტიკარაძემ.