ამერიკის სახელმწიფო მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომედგენლების შეხვდა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებს შორის სასამართლო რეფორმასა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბარი შედგა.
როგორც ამერიკის საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, მხარეები შეთანხმდნენ რომ ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
“სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად.”
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.