დეკემბერში საარსებო მინიმუმი 192.5 ლარი გახდა, რაც ნიშნავს, რომ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ნოემბრის თვესთან შედარებით 3 ლარით გაიზარდა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა.
დეკემბრის მდგომარეობით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 170.5 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 2.6 ლარით არის გაზრდილი. 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.
ექსპერტების ნაწილი ხშირად აკრიტიკებს საარსებო მინიმუმის გამოთვლის მექანიზმს და ამბობს, რომ იგი რეალური რიცხვისგან შორსაა და ვერ ასახავს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია.