ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ – ვკითხულობთ CNN-ის სტატიაში. ბრიტანეთში ვაქცინის დარიგება უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება.
”დახმარება გზაშია” – განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა ოთხშაბათს, დილით, მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა გადაუდებელი ნებართვა მიიღეს აშშ-ს ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინისთვის. Pfizer-ის დირექტორმა, ალბერტ ბურლამ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას “ისტორიული მომენტი” უწოდა.
Pfizer-ის ვაქცინის მესამე ფაზაზე ჩატარებული კვლევების საბოლოო ანალიზი აჩვენებს, რომ ის 95%-ით ეფექტური იყო ინფექციების პროფილაქტიკაში, ხანდაზმულ ასაკში კი სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენდა.
წყარო: cnn.com