დღეს და ხვალ თბილისში სპეციალური სივრცე მოეწყობა, სადაც მსურველებს COVID-19-ის ტესტის აღება შეეძლება – გამყრელიძე 

September 22, 2020

დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე იქნება, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლება – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. 

მისი განმარტებით, თბილისში კარვების დადგმა არ იგეგმება და მსგავსი სივრცის მოწყობის მიზანი, თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვა.

„მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს და ხვალ იქნება ნიმუშის აღება. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს იქნება პასუხი, გვაინტერესებს დაახლოებით 1000 ადამიანზე გაკეთდეს. რამდენიმე სეროპრევალენტობის კვლევები გავაკეთეთ. “, – განაცხადა გამყრელიძემ.


Leave a Reply