ევროკომისიამ, ევროკავშირის სახელით, მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს, იორდანიას და მოლდოვას ფინანსები გამოუყო.
მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველო 100 მილიონ ევროს, მოლდოვა – 50-ს, იორდანია – 250-ს მიიღებს. მხარდაჭერის მიზანი საქართველოს საგადასახადო ბალანსის შენარჩუნება და საბიუჯეტო ფინანსური საჭიროებების შემსუბუქებაა.