კუჭავას მიერ პარტიული სიმბოლიკით ხმის მიცემის გამო საიამ საჩივარი დაწერა

October 2, 2021

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების ბრენდირებული პირბადით მისვლის გამო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივარი დაწერა.

კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკიანი პირბადით მისვლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის 11-ე პუნქტის და 2 000-ლარიან სანქციას ითვალისწინებს. 

აღნიშნულს გამოეხმაურა ცესკოს სპიკერი ნათია იოსელიანიც. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე უბანზე ხმის მისაცემად სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა.

„როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, – განაცხადა იოსელიანმა.


ფოტო: ON.ge