აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა და პატრიარქმა განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით.
“სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით”, – ნათქვამია მათ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.