მანიფესტი ჟურნალისტებზე ძალადობის წინააღმდეგ

February 27, 2021

“სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას”- მედიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს და ”ფორმულას” ეთერში ხელი ერთობლივ მანიფესტს მოაწერეს.

მედია და სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს, ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება  და შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს.

TOK TV უერთდება მანიფესტის მოთხოვნებს.

———–

აღნიშნულ მანიფესტს წინ უძღოდა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. ჟურნალისტს თბილისში, 24 თებერვალს ღამით დაესხნენ თავს, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. 

ტელეწამყვანს ტვინის შერყევა აქვს. პოლიციამ 3 პირი დააკავა. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.