“მე ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას – იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია ერთადერთ პარტიას – ეს არის “ქართული ოცნება”. ” – თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ხმის მიცემის შემდეგ პირდაპირ განაცხადა, (რაც დარღვევაა) რომ მხარი ქართულ ოცნებას დაუჭირა.
ჟურნალისტებთან კომენტარისას მან მიხელ სააკაშვილის დაკავებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილი ახლა საუკეთესო ადგილას არის, რუსთავში.” მანვე შესაბამის უწყებებს ექსპრეზიდენტის დაკავებისთვის და იდეალურად შესრულებული სპეცოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.
კახა კალაძის გარდა, ხმის მისაცემად უკვე იყვნენ მისული მერობის სხვა კანდიდატები – “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელია და “საქართველოსთვის” გიორგი გახარია.