ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, covid-19-ის მართვის ბიუჯეტი 236 მლნ 440 ათას ლარს შეადგენს. ეს განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ დღეს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დასამტკიცებელი მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენდნენ. მისივე თქმით, აღნიშნული ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მკურნალობის, ისე ტესტირების ხარჯს. ასევე, კლინიკების აღჭურვის და სხვა მომსახურეობების ხარჯებს.
„ მსუბუქ პაციენტზე დანახარჯი შეადგენს – 1200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტზე დანახარჯი აღემატება 3000 ლარს. საწოლფონდებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის უწყება არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან ერთდროულად არ მოახდინა ჰოსპიტალური საწოლების მობილიზება… ჩვენ მოვახდინეთ საწოლების გეგმიური მობილიზება, რათა რაციონალურად დახარჯულიყო ბიუჯეტი“ – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.