გავრცელებულ, შესაძლო ფარული მიყურადების შედეგად მიღებულ ფაილებში, უხვად არის საუბარი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე და იქ არსებულ ვითარებაზე.
ფაილებში, ერთ-ერთი ეპიზოდი, პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ ხელმძღვანელთან საუბარს შეიცავს. სავარაუდოდ, 2020 წელს შემდგარი საუბარი ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის აპარატის და ,,ლიბერალური შეხედულებების მქონე „ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ხშირ სტუმრობას ეხება.
საუბრის მონაწილეთა აზრით, ეს ორგანიზაციები ცდილობენ ბავშვები უშვილო წყვილებზე გააშვილონ, რაც მათთვის მიუღებელია.
ამავე ფაილებში აღწერილია აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობის შემთხვევების ფაქტებიც, რომელთა ნაწილზე მოკვლევაც კი იყო დაწყებული. გავრცელებული ჩანაწერების ნაწილი ასახავს აღმზრდელების მიმართ დირექციის დამოკიდებულებას.
ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.