ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდრე ანქვაბი, მოსკოვში ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული – რუსული მედიის, interfax. ru-ს ცნობით, ინფორმაციას ე.წ. „მინისტრთა კაბინეტის“ პრესსამსახურში ადასტურებენ.
გამოცემის თანახმად, ე.წ პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“ანქვაბი მკურნალობას მოსკოვის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრში გააგრძელებს. 17 იანვარს საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც რუსეთის ფედერალური სამედიცინო და ბიოლოგიური სააგენტოს სხვადასხვა სამედიცინო ცენტრის სპეციალისტისგან შედგება, გადაწყდა ალექსანდრე ანქვაბის მექანიკურ ვენტილაციაზე გადაყვანა”, – ვკითხულობთ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ალექსანდრე ანქვაბის კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა. კორონავირუსისგან გამოწვეული ორმხრივი პნევმონიით იგი რუსეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში 8 იანვარს გადაიყვანეს.