Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

ოკუპირებულ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა გადაეცა – ამირან გამყრელიძე

December 2, 2020

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ხაზით შეძენილი აქვს სეზონური გრიპის 235 000 დოზა ვაქცინა, საიდანაც 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადაეცა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

„დღევანდელი დილის მონაცემებით, დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს, საქმის კურსში რომ ბრძანდებოდეთ. ასევე აიცრა ჩვენი ქართული ჯარი და კიდევ რისკის ჯგუფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

​მისი თქმით, ბრძანებაში ორჯერ შევიდა ცვლილება, მოიხსნა 65 წელს ზემოთ შეზღუდვა და პოლიკლინიკებს აცრებისთვის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაკითხოს. ამირან გამყრელიძის თქმით, არც ერთ წელს ამდენი გრიპის ვაქცინა ქვეყანას არ ქონია, თუმცა მიმართვიანობა არ არის მაღალი.