ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს.რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ორმეტრიანი დისტანციით “ცოცხალი ჯაჭვი” გააკეთეს.
ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, აქციას 2 მიზანი აქვს: სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების შედეგებისთვის ყურადღების მიპყრობა.
აქციის მონაწილეებს პლაკატები აქვთ საარჩევნო ოქმების გამოსახულებით წარწერით “გაყალბებულია”.
პოსტერებზე არის წარწერები “ოლიგარქმა მოიპარა არჩევნები”, ” ჩვენ არ მოვითმენთ მეტს”, “ძალა ეკუთნის ხალხს” და სხვა.