ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მტერი მთლიანად დემორალიზებულია. მისი თქმით, უშუალოდ ხარკოვში, მტერი ტექნიკას შუა გზაზე ტოვებს და 5-10 კაციან ჯგუფებად ნებდება უკრაინის ჯარებს. ამის შესახებ УНИАН წერს.
რაც შეეხება რეგიონში დღეის მდგომარეობით შექმნილ ვითარებას: ჩუგუევს მთლიანად უკრაინის ჯარები აკონტროლებენ, ადმინისტრაციულ შენობებზე უკრაინის დროშებია ჩამოკიდებული.
ავტორი: ცოტნე ყურაშვილი