პანდემიას ასრულებ შენ – საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

February 22, 2022

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველთა მაჩვენებელი შემცირებულია. NCDC-ს ცნობით ბოლო 24 საათში აცრილი 3 006 პირიდან 102 სამცხე-ჯავახეთშია.

შემცირებული ვაქციანციის პროცესის ფონზე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია იმართება. ამ შინაარსის შეხვედრა შედგა დღეს ახალციხეშიც. ღონისძიებაზე მისულებს შეეძლოთ აცრასთან დაკავშირებით სასურველი ინფორმაციის მიღება, მათ შორის ეფექტიანობასა და ბუსტერ დოზების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მისულთ საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, რომლებზეც მედიცინისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მოხალისე სტუდენტები პასუხობდნენ. ღონისძიების ძირითადი მიზანი ახალგაზრდების ინფორმირება იყო, რადგან ამ კატეგორიაში, ოფიციალური მონაცემებით, ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

აქტივობა იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის  ასოციაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტ „MEDიატორის“ ფარგლებში განხორციელდა.