პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია” . – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს ცნობით, ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
შორენა თეთრუაშვილი 4 იანვარს პატრიარქის დაბადების დღის წვეულებას ესწრებოდა. ის მეუფე ანტონის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
ჩაუტარდა თუ არა პატრიარქს ტესტირება კორონავირუსზე უცნობია. პატრიარქის მკურნალი ექიმი ცისანა შარტავა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.