საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილეს.
მანამდე სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით შეხვდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში.
ავტორი: ნატალია ნემსაძე