ადიგენის სოფელ ვარხანში, მიუსაფარ ძაღლს 9 ლეკვი ეყოლა – ძაღლი კბილაშვილების ოჯახში იმყოფება. დიასახლისი მარინე კბილაშვილი გვეუბნება, რომ ლეკვების გაზრდის საშუალება არ აქვს, ქუჩაშიც ვერ დატოვებს და მერიას ლეკვების დედსთან ერთად გადაყვანას თხოვს.
“ცოდოები არიან ვერ გადავყრი და იქნებ მერიამ წაიყვანოს სადმე რომ გადარჩნენ ლეკვები,” – გვეუბნება მარინე კბილაშვილი.
როგორც ჩვენმა რედაქციამ გაარკვია ადიგენის მერიას მსგავსი მომსახურება არ აქვს. მათ ის ძაღლები გადაჰყავთ შესაბამის დაწესებულებაში, რომლებიც აგრესიულები არიან და ცოფისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ. მომსახურებისთვის მერია ტენდერის აცხადებს.
ჩვენ დავინტერესდით თუ რა პერიოდულობით და რა თანხაზე ცხადდება ტენდერი ადიგენის მერიის მიერ. უწყებაში გითხრეს ,რომ აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად წერილობით უნდა მიგვემართა.
აქვე გეტყვით, რომ სამცხე-ჯავახეთში მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის ინიციატივა 2018 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაავრცელა. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და თუმცა თავშესაფარი კვლავ არ აშენებულა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გარდა მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე საუბრობენ ახალციხეში. ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის ბოლო კომენტარის მიხედვით, სტერილიზაციისთვის ძაღლები ახალციხიდან გორის ცხოველთა თავშესაფარში გადაჰყავთ და უკან აბრუნებენ