რუსები საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდულ არხს ქმნიან — უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

April 4, 2022

რუსები საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვადასხვა სახის საქონლის კონტრაბანდულ არხს ქმნიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო საკუთარ Facebook გვერდზე იუწყება.

მათი თქმით, საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთს გაუჩნდა შესაძლებლობა სამხედრო და სამოქალაქო საქონელი კონტრაბანდის სახით შეიტანოს ქვეყანაში. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადიან, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს დირექტივა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.

გარდა ამისა, როგორც ამბობენ, განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მასალა განახლებადია.

ავტორი: ცოტნე ყურაშვილი