“რუსეთის ავიაციამ მოიპოვა საჰაერო უპირატესობა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე”, განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა. ამის შესახებ Meduza წერს.
უწყების ცნობით, უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1114 ობიექტი დაზიანდა. სულ განადგურდა 314 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 57 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, 121 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები და 274 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია არ ემუქრება მშვიდობიან მოსახლეობას და, კერძოდ, კიევის მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად და უსაფრთხოდ დატოვონ ქალაქი კიევი-ვასილკოვის გზატკეცილის საშუალებით.
ავტორი: ცოტნე ყურაშვილი