,,რუსეთმა საქართველოს ტერიტორიებიდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს” – კელი დეგნანი

August 6, 2021

,,რუსეთმა საქართველოს ტერიტორიებიდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს” – კელი დეგნანი

“ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ და სამხედრო სწავლების წარმატებული დასასრული აღვნიშნო. აღსანიშნავია თქვენი არნახულად კარგი, შთამბეჭდავი მონაწილეობა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანა და წვრთნებია, როცა ნამდვილი პარტნიორები და ნამდვილი მეგობრები გამოდიან წინა პლანზე,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, “მტკიცე სული 2021” სწავლების დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა რუსეთზე და თქვა, რომ პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, არის საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალების გაყვანა. “ეს იქნება ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი და უბრალოდ დეზინფორმაციას არ ეწევა, “ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

აშშ-ს ელჩმა ასევე ისაუბრა 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხებაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის კვლავ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო გზამკვლევს იმ რეფორმებისთვის, რომელთა ჩატარებაც საქართველოს სჭირდება უახლოეს თვეებში.